14 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
2007 წლიდან მოყოლებული ყველაფერს აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი, რომ ასე ხონჩით მიეცა რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორია, მთლიანად ღალატის ფორმულაა ნაციონალური მოძრაობა - მამუკა მდინარაძე

2007 წლიდან მოყოლებული ყველაფერს აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი, რომ ასე ხონჩით მიეცა რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორია, - ამის შესახებ პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" რუსეთს ისინი ადარებენ, ვინც ოკუპანტ ქვეყანას ხელი მოუწერა იმაზე, რომ თითქოს საქართველომ ომი დაიწყო და სამხედრო დანაშაულიც ჩაიდინა.

"2007 წლიდან მოყოლებული, ყველაფერს აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი, რომ ასე ხონჩით მიეცა რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორია. დაწყებული 2007 წელს, მაისში, სამხრეთ ოსეთი რომ დაარქვა ხელახლა სამაჩაბლოს და ცხინვალის რეგიონს, ადმინისტრაციული ტერიტორია რომ მოუხაზა. იქით კოდორის და ზემო აფხაზეთის თემა და ა.შ. მერე, 2008 წლის ომის შემდეგ, ხელი რომ მოუწერა და სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენდა მაშინ სააკაშვილი, თავისი გაგზავნილი ხალხის მეშვეობით ხელი მოუწერა იმაზე, რომ ომიც ჩვენ დავიწყეთო და სამხედრო დანაშაულიც ჩავიდინეთო. ამისი ავტორი ხალხი დღეს რუსეთთან ადარებს "ქართულ ოცნებას", ომის დანაშაული უღიარა და ხელი მოუწერა, იქ ოკუპაცია ეწერაო, თითქოს ტურისტებად შეიძლებოდა მოეხსენიებინა ვიღაცას რუსი ჯარისკაცები მაშინ, ხელი მოუწერა, ყველა პირობა შეუქმნა. ჩვენ ვხედავდით 7-8 აგვისტოს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაზე საუბარს. მთელს მსოფლიოს აჩვენეს გრადებით დაბომბვა, 8-ში მათი ტელევიზიების ყველა ნიუსი იყო როგორ წავიდნენ წინ და როგორ უტევდნენ. მათი გენშტაბის უფროსის განცხადებები, ფილმი რომ აქვთ გადაღებული იქაც ჩანს, გენშტაბის უფროსის განცხადებები, სადაც ამბობდნენ რომ ჩვენ ვჩქარობდით, რომ რუსებს არ შემოესწროთო საქართველოშიო და მერე ჩვენ დაგვდევდნენ დერეფნებში ომი ვინ დაიწყოო? ამ ხალხზე გვაქვს საუბარი და ამათგან უნდა გაგიკვირდეთ პუტინის ფრაზებს მოჭრიან თუ რასაც იზამენ?! არათანმიმდევრულობის პიკი აქვთ და მთლიანად ღალატის ფორმულაა "ნაციონალური მოძრაობა"," - აცხადებს მდინარაძე.

დღის ამბები