როგორ შეიძლება ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანზე ვინმე ამბობდეს, რომ ეს არის რუსული კანონი, - ამის შემდეგ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, როდესაც სტრატეგიული ქვეყნის წარმომადგენელი გამოდის, მისი საუბარი საქართველოში განვითარებულ ცრუ ნარატივს არ უნდა ეფუძნებოდეს.
"როდესაც გამოდის ჩვენი მეგობარი, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, მე ვფიქრობ რომ უფრო მეტად უნდა იყოს თითოეული სიტყვა დაზღვეული და არ უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში, ქვეყნის შიგნით განვითარებულ ცრუ ნარატივს იმის შესახებ, რომ ეს არის რუსული კანონი.
როგორ შეიძლება ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანზე ვინმე ამბობდეს, რომ ეს არის რუსული კანონი. თუ ვინმე ამბობს, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი - ის უბრალოდ ცრუობს," - განაცხადა მდინარაძემ.