14 ნოემბერი 2024,   21:18
ვრცლად
მამუკა მდინარაძე - ჩვენ ჯერ არ დაგვიფიქსირებია საბოლოო მხარდაჭერა ფრიდონ ინჯიას ინიციატივაზე, ეს საკმაოდ დელიკატური, რთული, კომპლექსური საკითხია, დიდი მსჯელობა უნდა და ასე მარტივად ამ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს

ჩვენ ჯერ არ დაგვიფიქსირებია საბოლოო მხარდაჭერა ფრიდონ ინჯიას ინიციატივაზე, ეს საკმაოდ დელიკატური, რთული, კომპლექსური საკითხია, ამას დიდი მსჯელობა უნდა და ასე მარტივად ამ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მან ჩამოთვალა კითხვები, რაც აქვს და რაზეც საუბარი იყო განსაკუთრებით ჰააგაში საქმის მოგების შემდეგ.

"მე ჩამოვთვალე ის კითხვები, რაც მაქვს და რაც მთავარია, რაზეც ვსაუბრობდით განსაკუთრებით ჰააგაში ჩვენს მიერ საქმის მოგების შემდეგ. ეს [კომისიის შექმნა] დელიკატური, კომპლექსური, რთული საკითხია, ამაზე დათანხმება ასე მარტივად შეუძლებელია. რა თქმა უნდა ეს დისკუსიას, კამათსაც შეიცავს, კითხვები რა თქმა უნდა არის, საშინელებები ქრონოლოგიის სახით აჩვენეს მთელ მსოფლიოს, შემდეგ ხელი მოუწერეს თავად და რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი, ამაზე პასუხები გასაცემია, მაგრამ ამას კომისია გასცემს პასუხს, საზოგადოება, თუ შევიკავებთ კომისიაში მონაწილეობისგან თუ კომისიის შექმნისგან თავს, ეს მეორე საკითხია და აბსოლუტურად არარელევანტური. მათ ამ შემთხვევაში ანაღვლებთ ის, რომ ამ ღალატს საზოგადოება სცემს პასუხს, ამ ღალატს არასდროს გავუტარებთ და რამდენჯერაც რუსულ სიტყვას ახსენებენ, მათ ეს [რეზოლუცია] გაახსენდეთ აუცილებლად და ყოველ მიზეზს გარეშე," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები