14 ნოემბერი 2024,   21:19
ვრცლად
ტრანსპორტი, კომუნიკაციები, საგარეო ვაჭრობა - საქსტატის მონაცემებით, საქართელოს ეკონომიკა ზრდის ტემპს ინარჩუნებს

მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო სექტორი, ტრანსპორტი, ვაჭრობა, კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები - ეს იმ სფეროების არასრული ჩამონათვალია, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარში ეკონომიკის ზრდა ძირითადად განაპირობა. საქსტატის წინასწარი შეფასებით, გასულ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8,4 პროცენტი შეადგინა. ეს იმ ფონზე, როცა 2022 წლის იანვარშიც ზრდის განსაკუთრებით მაღალი ტენდენცია დაფიქსირდა და მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 18%-ს გადააჭარბა. სტატისტიკის სამსახურის განახლებული მონაცემები დღეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში შეაფასეს.

ოფიციალური ციფრებით მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში საქართველოს კერძო სექტორის წლიურმა ბრუნვამ 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 18,8 პროცენტით მეტია 2022 წლის იანვრის თვესთან შედარებით. საგარეო ვაჭრობა კი ის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელმაც ბოლო რამდენიმე თვეში ეკონომიკის ზრდის ტენდენცია განაპირობა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის წილი.

ეკონომიკის ზრდის არსებული მაჩვენებლის შენარჩუნებას და გაზრდას პროგნოზირებენ ექსპერტები. მათი ნაწილი ვარაუდობს რომ მატების ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება. ანალიტიკოსები მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის რამდენიმე, კომპლექსურ მიზეზზე საუბრობენ.

2022 წელი ქვეყანამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულა. სამთავრობო გუნდში ამბობენ, რომ ეკონომიკური ზრდის ტენდენცია ინფლაციის და უმუშევრობის დონის შემცირებაზე, მოსახლეობის სოციალური პროლემების მოგვარებაზე აისახება.

 

დღის ამბები