20 ნოემბერი 2024,   16:17
ვრცლად
”ბანკებმა უნდა გადაწყვიტონ აქვთ თუ არა რესტრუქტურიზაციის საშუალება,” - ჯაფარიძე ეროვნული ბანკის ინიციატივაზე საუბრობს

”ბანკებმა უნდა გადაწყვიტონ აქვთ თუ არა რესტრუქტურიზაციის საშუალება,”- ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინიციატივას ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრი და დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე. 

ჯაფარიძე ფიქრობს, რომ თუ ბანკებს ექნებათ საშუალება მოახდინონ სესხების რესტრუქტურიზაცია, ეს შეიძლება მოქალაქეებისათვის შეღავათი იყოს. 

”ფინანსური ინსტიტუტების გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში ბანკმა უნდა მოილაპარაკოს თავის კლიენტებთან. თუ ბანკებს აქვთ საშუალება, რომ სესხების რესტრუქტურიზაცია მოხდეს ცხადია ეს შეიძლება იყოს შეღავათი მოქალაქეებისათვის და შეიძლება მათ ეს ნაბიჯი გადადგან,”- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები