მთავრობისადმი, პანორამა თბილისის პროექტთან დაკავშირებით, 13 საეთაშორისო ორგანიაციის მიმართვის შემდეგ განცხადებებს თბილისში ქართული ორგანიზაციების წარმომადგენლები აკეთებენ.
მათ მიაჩნიათ, რომ თუ ხელუსუფლება არ გაითვალისწინებს საეთაშორისო ორგანიზაციების მიმართვას, მთავრობა წავა საეთაშორისოდ აღიარებული პრინციპების წინააღმდეგ
"ეს პროექტები არ უნდა განხორციელდეს. აქ კორექტირებაზე საუბარი არ არის. თუ ხელისულება არ გაიზიარებს ამ პოზიციებს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების ხედვა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხედვა ძალიან განსხვავდება. ეს ორგანიზაციები კი იუნესკოს კონსულტანტი ორგანიზაციებია. გამოდის, რომ ჩვენი სახლმწიფო წავა კულტურული მემკვირდეობის დაცვის საეთაშორისოდ აღიარებული პრინციპების წინააღმდეგ,"- აცხადებს კულტუროლოგი, დაგეგმარების და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელი ცირა ელისაშვილი
13 საეთაშორისო ორგანიზაციის განცხადების შემდეგ ბრძოლის გაგრძელებას და აქციების გამართვას პანორამა თბილისის წინააღმდეგ კვლავ გეგმავენ პარტიზანი მებაღეები.
"ეს არის მსოფლიოში ისტორიული ძელგების დამცავი წამყვანი ორგანიზაციები, რომლებიც ცივილიზებულ ქვეყანაში ყურადსაღებია. ეს ნიშნავს, რომ მშენებლობები ავტომატურად უნდა შეჩერებულიყო და დაფიქრებულიყვნენ მაგრამ ამას არ ველი. ესენი ჯიქურ მოდიან. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას," - აცხადებს მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელი ნატა ფერაძე.