14 ნოემბერი 2024,   22:17
ვრცლად
"აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის - "აბრეშუმის გზის" ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აშშ-დან, ესპანეთიდან, ბულგარეთიდან, კატარიდან და ინდოეთიდან მედიის წარმომადგენლებისათვის პრესტურს ატარებს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ფორუმის მიმდინარეობას, საქართველოს ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს საერთაშორისო გამოცემებისა და ტელეკომპანიების წარმომადგენლები აშუქებენ. პრესტურის მონაწილეებს შორის არის Forbes-ის ჟურნალისტი.

ტურის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკური, ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებს, სიუჟეტებსა და ბლოგებს მოამზადებენ.

 
დღის ამბები