თელია სონერა ევრაზიული ბაზრიდან მიდის და ტოვებს საქართევლოსაც. ინფორმაცია თელია სონერას წარმოამდგენელმა უკვე დაადასტურა.
ვინ შეისყიდის ჯეოსელს, ეს ამ დროისთვის უცნობია. კურიერის ინფორმაციით კომპანიის შეძენით უკვე დაინტერესდა თურქსელი.
"ჯეოსელი არ ტოვებს საქართველოს. ეს თელია სონერას სტრატეგიოული გადაწყვეტილებაა, რომ გავიდეს ევრაზიიდან. კომპანიის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა რომ ბალტიის პირეთის რეგიონებში მოახდინოს განვითარება," - განაცხადა ერიკ ჰალბერგმა, რომელიც კომპანია თელიასონერას ევრაზიის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.
შეგახსენებთ, რომ კომპანია ჯეოსელი წელს 16 წლისაა.