14 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
სავაჭრო პალატამ საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოს მეორე სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

სავაჭრო პალატამ საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოს მეორე სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საუდის არაბეთის უმსხვილესმა ბიზნეს კომპანიებმა და ქართულმა კერძო სექტორმა.

მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და ინვესტიციების ხელშეწყობაზე იმსჯელეს. საქართველოს სავაჭრო პალატასა და საუდის არაბეთის სავაჭრო პალატების ფედერაციას შორის, ერთობლივი ბიზნეს საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით მემორანდუმი გასულ წელს, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი"-ს ფარგლებში გაფორმდა.

„ასეთი ტიპის შეხვედრებიდან შესაძლებელია ძალიან საინტერესო შედეგი მივიღოთ, საქართველოში ინვესტირება, როგორც მინიმუმ ვაჭრობის გაზრდა ქვეყნებს შორის.  შემდგომი შეხვედრა უკვე გაიმართება საუდის არაბეთში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არ არის მარტო საბჭოს შეხვედრა, რეალურად საბჭოს შეხვედრა ხდება საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის ვიზიტის ფარგლებში,“ - აცხადებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია.

დღის ამბები