საკანონმდებლო ორგანოში, დღეს, ინტერპელაციის წესით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ელოდებიან. ნათია თურნავა პარლამენტში "მოქალაქეების“ მოთხოვნით წარდგება.
თურნავას "მოქალაქეები" საპენსიო სესხებთან დაკავშირებით იბარებენ. ინტერპელაციამდე ერთი დღით ადრე კი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდა.
ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკისა და "ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს გუშინ შეხვდა.