14 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
ეს ერთის მხრივ, სოციალურ ყოფას გაუუმჯობესებს საკმაოდ დიდი რაოდენობით პენსიონერებს, მეორეს მხრივ, მათ ხელთ არსებულ განკარგვად შემოსავლებს გაზრდის - ნათია თურნავა

150 000-ზე მეტი პენსიონერისთვის სესხის პროცენტის შემცირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს პარლამენტში ისაუბრა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, გადაწყვეტილება პენსიონერებს მდგომარეობას გაუუმჯობესებს. 

"ვფოკუსირდით რეალურად მტკივნეულ პრობლემაზე, ანუ 2023 წლამდე არსებული საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მართლაც გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე მოწესრიგების შემდეგ. ეს არის საშუალოდ 32-33% და რიგ შემთხვევაში, ოვერდრაფტის შემთხვევაში, 37%-იანი სესხებიც გვხვდება, მოწესრიგდეს, შემცირდეს და ჩაჯდეს იმ ერთიან მიდგომაში, რომელსაც მთავრობა 2023 წლის 1 იანვრიდან ახორციელებს. იქნა მიღებული გადაწყვეტილება, პრემიერ მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის შედეგად, ჩვენი ჩართულობით და ბანკმა გამოხატა მზადყოფნა რომ 151 ათას მეტ პენსიონერს შეუმცირდეს საპროცენტო განაკვეთი. ეს არის მნიშვნელოვანი გზა, რომელიც ერთის მხრივ, სოციალურ ყოფას გაუუმჯობესებს საკმაოდ დიდი რაოდენობით პენსიონერებს, მეორეს მხრივ, ეს მათ ფინანსურ მდგრადობას, მათ ხელთ არსებულ განკარგვად შემოსავლებს გაზრდის", - აცხადებს ნათია თურნავა.

დღის ამბები