30 დეკემბერი 2024,   21:40
ვრცლად
სპორტსმენების ბულინგი სამარცხვინოა - ჩვენ სიაში "ლუზერებს" არ ვწერთ, მხოლოდ წარმატებული ადამიანები შეგვყავს, მარგინალური ოპოზიციისგან განსხვავებით - ბექა ოდიშარია

სპორტსმენების მიმართ ბულინგი სამარცხვინოა - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ოცეულთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ოდიშარიამ განმარტა, წარმატებული ადამიანების "ქართული ოცნების" სიაში ყოფნა, ძალიან ბუნებრივი მოვლენაა.

"ჩვენ სიაში "ლუზერებს" არ ვწერთ, მხოლოდ წარმატებულ ადამიანებს ვწერთ განსხვავებით მარგინალური ოპოზიციისგან. შესაბამისად, წარმატებული ადამიანების "ქართული ოცნების" სიაში ყოფნა, ძალიან ბუნებრივი მოვლენაა.

სპორტსმენების ბულინგი სამარცხვინოა. სპორტსმენები სწორედ ის ხალხი არიან, ვისაც ყველაზე კარგად ესმის შრომის ფასი და ვისაც თავის შრომის ფასად უდიდესი წარმატებები აქვთ მიღწეული. ამ ადამიანების მიმართ ხალხის ნდობა და სიყვარული ძალიან დიდია. საზოგადოება შედგება სპორტსმენებისგან, მუსიკოსებისგან, შემოქმედთაგან, ინჟინრებისგან, ეკონომისტებისგან და რა არის გაუგებარი, რომ რამდენიმე ადამიანი წარმოადგენდეს საქართველოს პარლამენტში თავის სფეროს და იღვაწოს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს მდგომარეობა ზოგადად, ქართულ სპორტში?" - აღნიშნა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის პირველ ნომრად პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დასახელდა. სიაში ასევე არიან სპორტსმენები - ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი. 

დღის ამბები