რუსეთის ანექსიურ პოლიტიკასთან დაკავშირებით იმსჯელეს დღეს ექსპერტებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა. ”ფრიდრიხ ნაუმანის ფონდში” მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც მიწვეულმა სტუმრებმა ამ კუთხით არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
მათი განცხადებით, აუცილებელია როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე მესამე სექტორის და აკადემიური წრეების გააქტიურება.
“აუცილებელია კოორდინაციის უფრო მაღალი ხარისხი არსებობდეს საზოგადოებაში, რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთოს ამ საქმიანობაში განსაკუთრებით აკადემიური წრეები. გარდა ამისა, არასამთავრობო სექტორის გააქტიურებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მათაც შეუძლიათ გარკვეული გავლენა მოახდინონ,“ - განაცხადა მრავალარხიანი დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორმა ლევან გერაძემ.