18 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ცხედარი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს

მდინარ ბებიაშვილის ცხედარი გვიან ღამით მის მშობლიურ სოფელში, ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში გადაასვენეს. ავღანეთში გარდაცვლილ უმცროს სერჟანტს ხუთშაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ქართველი ჯარისკაცი ავღანეთიდან გუშინ საქართველოში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით ჩამოასვენეს. თბილისის აეროპორტში მას სამგლოვიარო ცერემონიით დახვდნენ ქართველი და უცხოელი თანამებრძოლები, ქვეყნის მთავარსარდალი და მთავრობის წევრები.

25 წლის მდინარ ბებიაშვილი რამდენიმე დღის წინ ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმას ემსხვერპლა.

ბებიაშვილი 32-ე სამხედროა, რომელიც საქართველომ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაკარგა.

დღის ამბები