ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო, დღეიდან თბილისი-ახალგორის მიმართულებით არცერთი სამგზავრო რეისი არ შესრულებულა, მაშინ როცა მიკრო ავტობუსები მანამდე საათობრივად მოძრაობდნენ. დღეიდან მგზავრები ახალგორში გამგზავრებას მხოლოდ 9 აგვისტოდან შეძლებენ. მანამდე კი, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით ე.წ. საზღვარი ჩაკეტილი იქნება.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარზე თვითნებურად დადგმული საკონტროლო-გამშვები პუნქტები დროებით ჩაკეტა. ცხინვალში ამ გადაწყვეტილებას აგვისტოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფით ხსნიან.