18 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
აგვისტოს ომის 9 წლისთავი - მომხდარს შიდა ქართლის მოსახლეობა იხსენებს

აგვისტოს ომიდან ცხრა წლისთავზე მომხდარს, შიდა ქართლის მოსახლეობა იხსენებს. "კურიერი" გორში იმ კორპუსების მაცხოვრებლებს გაესაუბრა, რომელიც რუსული საჰაერო იერიშის შედეგად განადგურდა. საუბარია გორის სატანკო ნაწილის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობებზე. ომის დროს სამოქალაქო პირებს შორის ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ ამ კორპუსებზე იერიშს მოჰყვა.

„გამოვედი სახლიდან და მეორე დაეცა კასეტური ბომბი და ცეცხლი წაეკიდა და სულ მთლიანად დაიწვა ჩემი სახლი. სასწაულად გადავრჩი. ერთ ძმისშვილს 2 მეტრით უკან ჩამოუვარდა ბომბი და გადახტა, ინერციით გადახტა და გადარჩა, საშინელება იყო,“ - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები დალი გონიაშვილი.

დანგრეული შენობების ადგილზე ამჟამად ახალი კორპუსებია აგებული. აქვე მდებარეობს დაღუპულთა პატივსაცემად ბომბების ნამსხვრევებით გაკეთებული მემორიალი.

 

დღის ამბები