18 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
აგვისტოს ომის დროს SMS-ის გაგზავნის გამო გასამართლებული ორი პირი საპატიმროს დღეს დატოვებს

2008 წლის აგვისტოს ომის დროს მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გამო გასამართლებული მარინა ჯანჯღავა და ანიკ კესიანი საპატიმროს დღეს დატოვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

სოჭში მცხოვრებმა მარინა ჯანჯღავამ და ანიკ კესიანმა საქართველოს საზღვრის მიმართულებით რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ ახლობლებს მიწერეს. რუსულმა სასამართლომ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით მათ 12 და 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ისინი ვლადიმერ პუტინმა ივლისის ბოლოს შეიწყალა. ამ დრომდე იგივე ბრალდებით პატიმრობაში კიდევ ერთი ქალი, ინგა თუთისანი რჩება. მას 6 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული და სასჯელს ვოლოგდის ქალთა კოლონიაში იხდის.

დღის ამბები