კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ ანაკლიაში, Gem Fest-ის ტერიტორიაზე. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი და მამაკაცი - მათ ჩხრეკის დროს რამდენიმე აბი ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ, "ექსტაზი" აღმოაჩნდათ.
რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავების ადგილას პოლიციელები მუშაობდნენ და ნარკოტიკულ ნივთიერებას ეძებდნენ, რადგან, სავარაუდოდ, აყვანამდე ეჭვმიტანილებმა ნარკოტიკი გადაყარეს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფესტივალის ტერიტორიაზე 6 პირი დააკავა.