დღეს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთავი2-ს დაუდასტურეს.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში რუსთავი2-ს განუცხადეს, მამაკაცს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ის საავამყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გარდაცვლილი 30 წლამდე მამაკაცია.
საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.