18 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
აზიური ფაროსანა - საქართველოში ამერიკის წამყვანი ენტომოლოგი, გრეგ კრავჩუკი, ჩამოვიდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოში უკვე ჩამოვიდა ამერიკის წამყვანი ენტომოლოგი, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, გრეგ კრავჩუკი. აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ის ადგილზე ეცნობა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის წარმომადგენლებთან ერთად, მან უკვე დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდის და აბაშის მუნიციპალიტეტებში, მავნებლისგან დაზიანებული ფართობები და სიმინდის ყანები მოინახულა.

მოწვეული პროფესორი არსებული ვითარების ანალიზს გააკეთებს და საქართველოს მთავრობას შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს. ასევე დაგეგმილია ბრიფინგები პრესისათვის.

 „53 ათასამდე ჰექტარი არის დამუშავებული უკვე. ამ ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს აზიური ფაროსანას პოპულაცია. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ მიმდებარე ტერიტორიების დამუშავებას,“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.

დღის ამბები