18 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
პატრიოტული ლექსების კონკურსის ჩაშლილი დაჯილდოვება და ჰონორარის გარეშე დარჩენილი არტისტები

ბათუმში პატრიოტული ლექსების კონკურსის დაჯილდოვება ჩაიშალა. ორგანიზატორმა თბილისიდან ზღვისპირა ქალაქში ჩაყვანილი ცნობილი მომღერლები და პოეტები ქუჩაში დატოვა.

სპეციალურად ამ დღისათვის ბათუმში უსინათლო მომღერალი, ლელა ვეფხვაძე, რომელიც 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე მღეროდა, ჩაიყვანეს, თუმცა მას არც ჰონორარი და არც გზის ფული აუნაზღაურეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ეროვნული ფონდი 14 აგვისტოს ბათუმში პატრიოტული ლექსების კონკურსის დაჯილდოვების ცერემონიას მართავდა და სხვადასხვა რეგიონიდან 150-მდე ადამიანი ჩაიყვანეს.

ლექსის მთქმელებთან ერთად პატრიოტული აფიორის მსხვერპლი აღმოჩნდნენ ცნობილი მომღერლები და მსახიობებიც. თემურ წიკლაურს არშემდგარი კონკურსის დაჯილდოვებაზე 2 სიმღერა უნდა შეესრულებინა.

მოტყუებულებს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ორგანიზატორებმა კონტრაქტორები არ გაუფორმეს. ორგანიზატორები პროექტის ჩაშლის მიზეზად დონორებისგან ბოლო წუთს მიღებულ უარს ასახელებენ.

ჯერჯერობით უცნობია, უჩივლებენ თუ არა აფიორის გამო შოუბიზნესის წარმომადგენლები ღონისძიების ორგანიზატორებს. 

დღის ამბები