18 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
სოფელ დაბას ტერიტორიაზე ცეცხლის ლიკვიდირება დღის მეორე ნახევარში დასრულდება 

ბორჯომის რაიონის სოფელ დაბას ტერიტორიაზე ცეცხლის ლიკვიდირება დღის მეორე ნახევარში გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ განცხადებას, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აკეთებენ.  მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

ცეცხლის კერების ჩაქრობა  დილის 06:00 საათიდან განახლდა. მთელი ღამის მუშაობის შედეგად მაშველებმა სოფელ ყვიბისიდან არსებული ბილიკი გააფართოვეს და ცეცხლთან მიახლოება შეძლეს. ამ დროისთვის სახანძრო მანქანების ნაწილმა უკვე მოახერხა ხანძრის ადგილას მისვლა.

ადგილზე 200-ზე მეტი მაშველი მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია 5 ჰექტარზე მეტი.

„გზა, რომელიც იყო ჩახერგილი უკვე გაიწმინდა და უკვე მარტივად გადაადგილდება სახანძრო მანქანები. თბილისიდან დამატებით გამოძახებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ძალები. ვერტმფრენმა განაახლა მუშაობა. მიმდინარეობს წყლის დასხმა ზემოდან.  სოფელ ყვიბისში გაკეთებულია დამატებითი რეზერვუარები,“-განაცხადა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ.

დღის ამბები