18 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
ხანძარი ისნის ბაზრობაზე - ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა

ისნის ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა და ბაზრობის ადმინისტრაციას შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ჟურნალისტებს დასწრების უფლება არ მიეცათ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაზრობის ადმინისტრაციამ წერილობით განცხადება გაავრცელა. შპს ტრანსსერვისი დაზარალებულებს მოუწოდებს, მიყენებული ზიანი დროულად აღწერონ.

„შპს ტრანსსერვისი გამოძიების დასრულებამდე ნებაყოფლობით, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს ტერიტორიის გაწმენდას და იმ ჯიხურების აღდგენას, რომლებიც განადგურდნენ 2017 წლის 19 ივლისს გაჩენილ ხანძრის შედეგად.

"აღნიშნულთან დაკავშირებით მოგიწოდებთ, აქტიურად ჩაერთოთ პროცესში, დროულად აღწეროთ ქონება და შეაფასებინოთ მიყენებული ზიანი, მიიღოთ მონაწილეობა ქონების გადარჩევაში, ჯიხურებისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში, გადარჩენილი ქონების გატანასა და ჯიხურების აღდგენაში, რაც მოგცემთ საშუალებას, უმოკლეს ვადაში შეძლოთ საქმიანობის გაგრძელება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

დაზარალებულებს მხოლოდ დღეს მიეცათ დამწვარი მაღაზიების დათვალიერების საშუალება. მოვაჭრეები თავად აღწერენ ზარალს. მათი მტკიცებით, ზარალი საკმაოდ დიდია. ორი დღის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად, ისნის ბაზრობაზე 38 მაღაზია დაიწვა.

დღის ამბები