რამდენიმე წუთში სოფელ დაბაში საქართველოს პრემიერმინისტრი ჩავა. უკვე 35 საათზე მეტია, რაც ხანძარს ვერ აქრობენ. ხანძრის გავრცელებას ქარი უწყობს ხელს. მთელი დღის განმავლობაში შვეულმფრენი მუშაობდა, თუმცა უშედეგოდ.
სოფელ დაბას მოსახლეობა ამ წუთებში ქუჩებში არის გამოსული. ისინი აცხადებენ, რომ თავს დაცულად ვერ გრძნობენ.
სოფელ დაბაში მცხოვრები ერთი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.
პრემიერის ინიციატივით, უახლოეს საათებში საგანგებო შტაბში თათბირი გაიმართება და პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.