18 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
ხანძარს წაღვერის ტყეში მეხანძრე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ

ხანძარს წაღვერის ტყეში მეხანძრე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა.

ხანძრის ახალი კერები წაღვერის ტყეში გვიან ღამით გაჩნდა. "კურიერის" ჟურნალისტები იმ ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ღამით ხანძრის ლოკალიზებისთვის ასვლა ვერ შეძლო სპეციალურმა ტექნიკამ.

ბულდოზერებითა და ტრაქტორებით - რომელიც სტიქიის ზონაში სხვადასხვა რეგიონებიდანაც ჩამოიყვანეს - გზის გაჭრა ტყის რამდნიმე მონაკვეთზე ერთდროულად მიმდინარეობდა. სამუშაოები სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში არ შეჩერებულა.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე პრემიერ-მინისტრის ბრძანებით სპეცტექნიკა განთავსდა დასახლებულ პუნქტთანაც, თუმცა ადგილობრივების ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა.

გავრცელებული ინფორმაციით, ღამით დამწვარი ტყის ფართობი ჰექტარ ნახევრით გაზარდა.

ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარების ამსახველი კადრების სანახავად გადადით ბმულზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები