სოფელ დაბის მაცხოვრებლები ამ წუთებში ქუჩაში იმყოფებიან. მათი განცხადებით, ცეცხლის კერა მათ საცხოვრებელ სახლებს ძალიან უახლოვდება და შიშობენ, რომ დასახლებულ პუნქტებზე გადავა.
ადგილობრივების განცხადებით, ცეცხლი კერასა და მათ საცხოვრებელ სახლებს შორის 100 მეტრი მანძილიც აღარ არის დაშორება.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
„თუ არ მოგვხედეს, ამაღამ დავიწვებით მთელი სოფელი,“ - ამბობს სოფელ დაბის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.