18 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
ჩვენ ჩავერთეთ მაშინ, როცა ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს - მინდია ჯანელიძე

კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა, მინდია ჯანელიძემ. განაცხადა, რომ კრიზისების მართვის საბჭომ ეფექტურად და კანონმდებლობის ფარგლებში იმუშავა. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას ითვალისწინებს კანონი.

„ჩვენი სამსახური ჩაერთო მაშინ, როცა უნდა გამოჩენილიყო. ჩვენი სამსახური კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მუშაობს. როცა ვითარება დამძიმდა და საჭირო გახდა მობილიზება უფრო მეტი რესურსების, ვიდრე შსს-ს გააჩნია, მაშინ. ჩვენ ჩავერთეთ მაშინ, როცა ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს,“ - განაცხადა მინდია ჯანელიძემ. 

დღის ამბები