18 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
დაისჯება ყველა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება - ჯეჯელავა ბანაკ "არტეკში" ქართველი მოსწავლეების დასვენებას ეხმაურება

„დაისჯება აუცილებლად ყველა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება,“ - ეს განცხადება განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ბანაკ არტეკში ქართველი მოსწავლეების დასვენებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მანამდე განათლების სამინისტრომ ეს ფაქტი განცხადებით დაგმო.

„ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი გადაწყვეტილება სკოლის მასწავლებლების და ადმინისტრაციის და ოჯახების. ეს კიდევ უფრო გასაკვირია, რომ ოჯახებმა გადაწყვიტეს, თავისი შვილები გაეგზავნათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ძალიან სამწუხაროა, რომ შეიძლება, სკოლის მასწავლებელმა ან სკოლის ადმინისტრატორმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.

"მოვიკვლევთ ამ სიტუაციას და მინიმუმ, ძალიან არასწორ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე და მაქსიმუმ, ბოროტ განზრახვასთან და დაისჯება აუცილებლად ყველა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება ასეთ წინდაუხედავ გადაწყვეტილებაში,“ - აცხადებს ჯეჯელავა.

146-ე საჯარო სკოლის 6 მოსწავლე და მათი პედაგოგი იქ 7 აგვისტოს გაემგზავრნენ, ინფორმაცია კი დღეს გახდა ცნობილი.

დღის ამბები