ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ავიაცია ჩაერთო, თუმცა ამ დროისთვის ხეობა ისევ ცეცხლის ალშია გახვეული. ადგილზე ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები და მოხალისეები ცდილობენ. ცეცხლის გარკვეული კერები ლოკალიზებულია. ტყის მასივში ხანძრის კერების აალება ისევ ხდება.
დაბნელების გამო, ხანძრის ჩაქრობის ოპერაციას ავაიცია ცოტა ხანში დაასრულებს.
მასშტაბურმა ხანძარმა ათობით ჰექტარი გაანადგურა. ამ დროისთვის ძლიერი ხანძრის ისევ სამი კერაა, რომლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
საქართველოს დასახმარებლად ერთი შვეულმფრენი ბელორუსმაც გამოგზავნა.