18 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
თუ ქარი გაძლიერდა, ცეცხლი დასახლებულ პუნქტამდე მოვა - ბორჯომის ხეობაში ხანძარია, დაბის მოსახლეობა გარეთაა გამოსული

ბორჯომის ხეობაში 55 საათია, ათობით ჰექტარი ტყე ცეცხლის ალშია გახვეული. ძლიერი ქარი ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს და ხანძრის ახალი კერები ჩნდება. ბორჯომის ხეობაში ძლიერი დაკვამლიანებაა. 

სოფელ დაბაში, სადაც ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, ცოცხალი ლოკალიზებული არ არის, ტერიტორიაზე პატარა კერები დარჩენილია. მოსახლეობა გარეთაა გამოსული. სოფლებიდან ბავშვები დაკვამლიანების გამო გაიყვანეს. ადგილობრივების თქმით, ტერიტორია დამსვენებლების ნაწილმა დატოვა. 

"თუ ქარი გაძლიერდა, ცეცხლი დასახლებულ პუნქტამდე მოვა, იმედი გვაქვს, რომ სახანძროები დგანან, რომ ცეცხლი არ გადმოუშვან," - განაცხადა კურიერთან ადგილობრივმა მცხოვრებმა.  

სტიქიას 500 მეხანძრე და ტყის მცველი, საგანგებო დავალებათა სამმართველოს თანამშრომლები და მოხალისეები ებრძვიან. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში 5 ვერტმფრენი იყო ჩართული, თუმცა მათ მუშაობა სიბნელის გამო შეწყვიტეს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები