18 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ფშავში მეწყერი გააქტიურდა - საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მიწის და კლდის ჩამონაშალი ჩადის

ფშავში მეწყერი გააქტიურდა. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მეწყრული ფერდობიდან მიწის და კლდის ჩამონაშალი ჩადის. ნაწილი მდინარის კალაპოტში ჩაედინება, რამაც მდინარის ნაწილობრივი შეგუბება და წყლის დონის მატება გამოიწვია. გზის ორი მონაკვეთი დატბორილია.

ადგილზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან, დაწყებულია დამატებითი ტექნიკის მობილიზება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებისას გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე და არ გააჩერონ ავტომანქანები ქვის ცვენის ადგილებში.

დღის ამბები