ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მაშველები და სპეცტექნიკა მობილიზებულია დასახლებულ პუნქტთან ახლოს, იქ სადაც ხანძრის გავრცელების საფრთხეა.
სამუშაოები მიმდინარეობდა, ბორჯომი - ბაკურიანის დამაკავშირებელ გზაზეც, რომლის სიახლოვესაც ხანძარი გუშინ საღამოს გავრცელდა. სამუშაოებში ჩართულია 400 მაშველი, ტყის 100 მცველი.
სტიქიის ზონაში იმყოფება 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე სომხეთიდან. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან გამოგზავნილი მძიმე ტექნიკაც.