საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა. მარგველაშვილი ამ წუთებში სოფელ დაბაში იმყოფება. ის შეხვედრას მართავს ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით შემქნილი საგანგებო შტაბის წევრებთან.
პრეზიდენტი ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. მასთან ერთად სოფელ დაბაში იმყოფება უშიშროების საბჭოს მდივანიც.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი მედიასთან კომენტარს გააკეთბს.