დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი ზემო თვალივის მიმდებარე ტერიტორიაზე საძოვრებს ცეცხლი უკიდია. როგორც რუსთავი2-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი 2 ჰექტარზეა გავრცელებული.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ზუსტად იმავე ადგილზეა, სადაც გუშინ იყო და განმარტავენ, რომ ახლა მცირე კერებია წარმოშობილი.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.