18 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
სტიქია გურიაში - მოგლეჯილია ხეები, დატბორილია სახლების პირველი სართულები

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ურეკში რამდენიმე საცხოვრებლ სახლს სახურავი გადახადა. მოგლეჯილია ხეები, დატბორილია ეზოები და სახლების პირველი სართულები.

ურეკში გვიან ღამით დაწყებული ქარიშხალი და ძლიერი წვიმა, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. სტიქიის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზები და გარეგანათების ბოძები დაზიანდა. მთელი ღამის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ურეკისა და შეკვეთილის მოსახლეობას. ამ დროისთვის დაზიანებები სრულად აღდგენილია.

ძლიერი ქარის შედეგად ათეულობით ავტომობილი დაზიანდა. გაწმენდითი სამუშაოების გამო, რამდენიმე საათით გადაიკეტა ცენტრალური გზა და ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა.

ურეკსა და შეკვეთილში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სპეციალური შტაბი შეიქმნა. გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

 

 

ავტორი: ლადო მენაბდე 

ამავე თემაზე
დღის ამბები