42 წლის მამაკაცი თბილისთან ახლოს ჯერ 15 თანასოფლელმა სასტიკად სცემა, შემდეგ კი შამპანურის ბოთლით გააუპატიურა.
წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს 200-მდე ადამიანი უყურებდა, თუმცა ძალადობა არავის აღუკვეთია და არც პოლიცია გამოუძახებია. მათ ეს ყველაფერი სოფელ ყარაჯალაში მობილური ტელეფონით გადაიღეს და სოციალურ ქსელში თავადვე გაავრცელეს.
ყარაჯალაში ყვებიან, რომ კონფლიქტი დაზარალებულსა და სოფლის მაცხოვრებლებს შორის მეზობელი გოგონას ნიადაგზე დაიწყო. ქმარმა ცოლის ტელეფონში მეზობელი მამაკაცის მოკლე ტექსტური შეტყობინებები აღმოაჩინა და შურისძიება ამ ფორმით განიზრახა.
დაზარალებულის ოჯახი კონფლიქტის პროვოცირებაში მეზობელ გოგონას ადანაშაულებს და მისი ასევე ძალადობაში მონაწილე პირების დროულად დაკავებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შურისძიებით და ანალოგიური ძალადობის მოწყობით იმუქრება.
შურისძიების თავიდან ასაცილებლად დღეს ყარაჯალაში მთელი დღის განმავლობაშ პოლიცია პატრულირებდა. ფაქტზე სამართალდამცველებს სამი პირი ჰყავთ დაკავებული. მათ შორის გოგონას ქმარი, ძმა და კიდევ ერთი ნათესავი.
შინაგან საქმეთა სამინიტროს ცნობით, პოლიციას ძალადობაში მონაწილე სხვა პირებიც იდენტიფიცირებული ჰყავს და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
42 წლის მამაკაცი კი უკვე მეორე დღეა რეანიმაციაში წევს. მისი მდგომარეობა მძიმეა.