იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა დასრულდა. უკვე ცნობილია იმ ოთხი მოსამართლის ვინაობა, რომელთა მონაცემებს საქართველოს მთავრობას წარუდგენენ.
მოსამართლეები ლალი ფაფიაშვილი, თამარ ალანია, ოთარ სიჭინავა და იოსებ ბაჩიაშვილი იუსტიციის სამინისტროში გასაუბრების დასრულების შემდეგ შეარჩიეს.
შესარჩევ ეტაპზე ყველაზე მაღალი ქულა მოსამართლეებს ლალი ფაფიაშვილს და თამარ ალანიას აქვს.
დღევანდელ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა სულ 8 კანდიდატს უნდა მიეღო, თუმცა, მოსამართლე ნინო ბაქაქური, კონკურსს საკუთარი სურვილით გამოეთიშა.
საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში სტრასბურგს ორ კანდიდატს წარუდგენს.