კონტროლირებადია ვითარება ლიკანში. დაბა ლიკანში ტორფი გვიან ღამემდე იწვოდა, თუმცა ღია ცეცხლი არც ამჯერად დაფიქსირებულა.
ხანძარი არ გასჩენია არც ირგვლივ მყოფ ხეებს. ადგილზე მობილიზებული იყო 50 მეხანძრე-მაშველი და მეტყევეები. კერამდე მისვლა არ გასჭირვებია სპეც-ტექნიკას.
სამაშველო სამსახურები დღეს დაკვამლიანების ბოლომდე ლიკვიდირებას შეეცდებიან.