სასამართლომ თეთრი ხმაურის დამფუძნებელი, ბექა წიქარიშვილი, ნარკოდანაშაულში დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახით 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, წიქარიშვილს წარდგენილი ბრალი მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვაში გადაუკვალიფიცირდა. ეს კი ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს. ბექა წიქარიშვილს სამართალდამცველები ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ.
„მოსამართლემ მიიღო ჯარიმის გადაწყვეტილება, საქმეზე გამოიტანა ჯარიმა. თავის დროზე ამ ქმედებაზე შვიდი წლით პატიმრობა იყო გათვალისწინებული და შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ყველაზე მინიმალური სასჯელი დანიშნა ამ შემთხვევაში, რაც მოქმედი კანონმდებლობით იყო შესაძლებელი,“ - განაცხადა ბექა წიქარიშვილი.
წიქარიშვილის განცხადებით, ადვოკატთან კონსულტაციის გავლის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გაასაჩივრონ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება.