06 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
რეფერენდუმი კატალონიის დამოუკიდებლობითვის - ესპანეთის ხელისუფლება რეფერენდუმს არ ცნობს

კატალონია კვლავაც მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. კატალონიის დამოუკიდებლობას ადგილობრივი მოსახლეობის 90% მხარს უჭერს. უბნებთან მომხდარი შეტაკებების შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ესპანეთის ხელისუფლება რეფერენდუმს არ ცნობს.

ესპანეთის პრემიერმინისტრმა გუშინდელ პლებისციტს დემოკრატიის დაცინვა უწოდა. კატალონიის ლიდერები კი, სამართლებრივ პროცედურებს იწყებენ, რომლის საბოლოო მიზანიც რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებაა.

უბნების დიდი ნაწილი ესპანელმა სამართალდამცველებმა ჯერ კიდევ კენჭისყრის დაწყებამდე დაიკავეს და ხალხს ხმის მიცემის საშუალება არ მისცეს. კატალონიის პრეზიდენტი კი, ოფიციალურ შედეგებს რეგიონის პარლამენტს წარუდგენს, რაც რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპირობა გახდება.


დღის ამბები