06 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
ლას ვეგასში სროლის შედეგად დაღუპლთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა

ლას ვეგასში სროლის შედეგად დაღუპლთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 527 ადამიანი. შეერთებულ შტატებში 5 დღიანი გლოვა გამოცხადდა. 65 წლის სტივენ პადიკმა ცეცხლი ქანთრის მუსიკის კონცერტზე დამსწრეებს სასტუმროს 32-ე სართულიდან გაუხსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელის სასტუმროს ნომერსა და საცხოვრებელ სახლში სულ 42 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ამ დრომდე უცნობია თავდასხმის მოტივი.

შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე სისხლიანი თავდასხმიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად "ემფაიერ სთეით ბილდინგსა" და პარიზში, ეიფელის კოშკზე განათებები ჩააქრეს.

დღის ამბები