06 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
იულია ტიმოშენკოს უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ჯარიმა ემუქრება

იულია ტიმოშენკოს უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ჯარიმა ემუქრება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი პარტია „ბატკივშინას“ ლიდერს და უკრაინის ყოფილ პრემიერმინისტრს, სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ უწყების პრეს მდივანი ავრცელებს.

იულია ტიმოშენკო უმაღლესი რადას მესამე დეპუტატია, რომელსაც საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ჩააბარეს.

ტიმოშენკომ მიხეილ სააკაშვილთან და მის მომხრეებთან ერთად, პოლონეთ-უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა.

დღის ამბები