06 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
აფეთქებების სერიას დამასკოში 17 ადამიანი ემსხვერპლა

17 ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებების სერიას დამასკოში. რამდენიმე თვითმკვლელმა ტერორისტმა იერიში სირიის დედაქალაქში პოლიციის ერთერთ განყოფილებაზე მიიტანეს.

თავდამსხმელებმა სამართალდამცველების წინააღმდეგ ჯერ ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები გამოიყენეს, შემდგე კი ე.წ. შაჰიდის ქამრები აამოქმედეს.

დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები