06 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
საფრანგეთში მორიგი თავდასხმა აღკვეთეს - ერთ-ერთი დაკავებული რადიკალი ისლამისტია

საფრანგეთში მორიგი თავდასხმა აღკვეთეს. პარიზში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან გაზის ბალონებისგან დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს და 5 ეჭვმიტანილიც დააპატიმრეს.

სამართალდამცველთა განცხადებით, თავდასხმა სტად დე ფრანსის სტადიონთან, "პარი-სენ-ჟერ-მენისა" და "ბორდოს" მატჩის დროს იგეგმებოდა.

ხელნაკეთი მოწყობილობა შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე იპოვეს, თუმცა მატჩი არ გადადებულა.

ერთ-ერთი დაკავებული რადიკალი ისლამისტია, რომელზეც თვალთვალი ხორციელდებოდა.

დღის ამბები