06 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
კატალონია დამოუკიდებლობას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს

კატალონია დამოუკიდებლობას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ტელეკომპანია BBC-სთან ინტერვიუში ავტონომიის პრტეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაბამის ბრძანებას რეგიონის მთავრობა კვირის ბოლომდე გამოსცემს. კარლეს პუჩდემონის თქმით, მოლაპარაკებები ოფიციალურ მადრიდთან ამ დრომდე არ შემდგარა.

ესპანეთის მეფემ, ფელიპე მეექვსემ კატალონიის ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა და კონსტიტუციური წესრიგის დაუყოვნებლივ  აღდგენისკენ მოუწოდა. პარალელურად ესპანეთის ერთიანობის მხარდამჭერების აქცია გაიმართა კატალონიის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც შეკრებიებმა პოლიციის თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

დღის ამბები