06 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ლას-ვეგასში მომხდარის სროლის დროს დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ლას-ვეგასში მომხდარის სროლის დროს დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა. დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. პარალელურად, გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სტივენ პადოკის მეგობარი ქალი დაკითხეს, რომელმაც მომხდართან რაიმე სახის კავშირი უარჰყო და განაცხადა, რომ პადოკის გეგმების შესახებ არაფერი იცოდა.

ამ დრომდე უცნობია თავდასხმის მოტივი, რომლის შედეგადაც ადგილობრივმა მკვიდრმა, კონცერტის მიმდინარეობისას 59 ადამიანი მოკლა. მომხდარის ტერორიზმთან კავშირს შეეთებული შტატების სენატის სადაზვერვო კომიტეტი და ფედერალური საგამოძიებო ბიურო უარჰყოფს.

დღის ამბები