06 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
ლონდონის კინოფესტივალზე დი რიისის ფილმის პრემიერა გაიმართა

ლონდონის კინოფესტივალზე დი რიისის ფილმის პრემიერა გაიმართა, რომელსაც ოსკარს უწინასწარმეტყველებენ. სურათი სახელწოდებით "ფერმა მადბაუნდი" მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ამერიკაში არსებულ რასობრივ უთანასწორობაზე, ორი ოჯახის ისტორიით გვიამბობს.

მთავარ როლებს ფილმში ჯეისონ კლარკი, კერი მალიგანი და გარეთ ჰედმუნდი ასრულებენ.

რეჟისორმა დი რიისმა ფილმი - ჰილარი ჯორდანის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღო, პირველად "სან დენსის" დამოუკიდებელი კინოს ფესტივალზე აჩვენა, მოგვიანებით კი ტორონტოს კინოფესტივალის ფავორიტიც გახდა.

კინოკრიტიკოსები ფიქრობენ, რომ რეჟისორი დი რიისი საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრის კატეგორიაში "ოსკარის" ნომინაციას იმსახურებს. ფილმი მსოფლიო ეკრანებზე 17 ნოემბრიდან გამოდის. 

დღის ამბები