06 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
ქარიშხალმა ნეიტმა აშშ-ის სანაპიროს მიაღწია - სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

ქარიშხალმა ნეიტმა შეერთებული შტატების სანაპიროს მიაღწია. სტიქია ამ დროისთვის ლუიზიანას, მისისიპის, ალაბამასა და ფლორიდის ნაწილს უტევს. რეგიონებში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს, ქარის სიჩქარე კი საათში 140 კილომეტრს აღწევს.

სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქარიშხლის გამო, ამერიკულმა კომპანიებმა მექსიკის ყურებში ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოება შეაჩერეს, დაიხურა პორტებიც. შეერთებულ შტატებამდე ქარიშხალმა ნეიტმა ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს გადაუარა და 30-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

დღის ამბები