06 ოქტომბერი 2024,   16:25
ვრცლად
რეპერი ნელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

სამართალდამცველებმა სიეტლის მახლობლად პოპულარული ამერიკელი რეპერი, ნელი დააკავეს. გრემის მფლობელ მომღერალს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ.

გავრცელებული ცნობით, პოლიციას საჩივრით ახალგაზრდა ქალმა მიმართა, რომელიც ამტკიცებს, რომ 42 წლის ნელიმ კონცერტის შემდეგ ავტოსადგომზე, საგასტროლო ავტობუსში გააუპატიურა.

თავად რეპერი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ის ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია, თუმცა გამოძიება კვლავ გრძელდება.  

დღის ამბები