06 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
2017 წლის ნობელის კვირეული დასრულდა

2017 წლის ნობელის კვირეული დასრულებულია. შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ დღეს გამარჯვებული ეკონომიკის დარგში დაასახელა. ლაურეატი ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, რიჩარდ ტალერი გახდა. 

ტალერი თანაავტორია თეორიის, რომელიც ადამიანებს აჩვენებს, როგორ მოაგვარონ პრობლემა ქცევითი ეკონომიკის გამოყენებით. ჯილდოს სახით ამერიკელი ეკონომისტი 9 მილიონ შვედურ კრონას მიიღებს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონია კი, ტრადიციულად სტოკჰოლმში, 10 დეკემბერს გაიმართება.

დღის ამბები